გიგა ლემონჯავა - თუ „ქართული ოცნება“ პარტიებს აკრძალავს, საზოგადოება დაინახავს, რომ ივანიშვილს პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ეშინია - რაც უნდათ, ის გააკეთონ, ჩვენი გასაკეთებელი კი არის ბრძოლა ბოლომდე და რეჟიმის ჩამოშლა

თუ [„ქართული ოცნება“] აკრძალავს პარტიებს, საზოგადოება დაინახავს, რომ პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ივანიშვილს სინამდვილეში ეშინია - ჩვენი გასაკეთებელია ბრძოლა ბოლომდე და საბოლოოდ, ივანიშვილის რეჟიმის

ჩამოშლა,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებას, რომ მათი დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდეს, „რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება.

ლემონჯავას შეფასებით, აღნიშნულ განცხადებაში რეალურად, ახალი არაფერია.

„ამაში ახალი არაფერია იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძემ, თეა წულუკიანმა , ბიძინა ივანიშვილმა და ზოგადად რუსეთმა ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია სინამდვილეში სამშობლოს ღალატის კომისია, ზუსტად იმიტომ შექმნა, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფოს ღალატი ტექსტუალურად გაეფორმებინა და მეორე - პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის რაღაც დოკუმენტური საფუძველი შეექმნა. სინამდვილეში, ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება იმიტომ, რომ „დროას” შემთხვევაში საბანკო ანგარიშები ისედაც დაყადაღებულია. ეს რეპრესიული მეთოდები, რასაც ივანიშვილი იყენებს, ჩვენ შემთხვევაში, უკვე გამოყენებულია. თუ აკრძალავს პარტიებს საზოგადოება დაინახავს, რომ პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ივანიშვილს სინამდვილეში ეშინია. ეს მხოლოდ გაზრდის ნდობას პარტიების მიმართ. ამიტომ, მათ შეუძლიათ მოიფიქრონ და რაც უნდათ ის გააკეთონ, ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი - ჩვენი გასაკეთებელია ბრძოლა ბოლომდე, არ გაჩერება, ამ რეჟიმის წესების არმიღება, არდამორჩილება და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა“,- განაცხადა ლემონჯავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს