სოფელ კაბალთან ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა, რის გამოც თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი - ახმეტა - ყვარელი - ნინიგორის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, სოფელ კაბალთან, ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა. შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი–ჭაბუკიანი–აფენი–კაბალის გზით და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება