ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - მოძრაობა კვლავ შეზღუდულია ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, თუმცა ამ დრომდე მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. მიზეზი სოფელ ბაისუბნის ხიდის დაზიანებაა, რის გამოც ამ მიმართულებით საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

რაც შეეხება სხვა სოფლებს, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შეიქმნა საგანგებო შტაბიც.

მეორე დღეა ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადიდებული მდინარებზე კალაპოტის შეცვლის შემდეგ, სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის დინება შეწყდა. თუმცა, უხვი ნალექის შედეგად ნინოს ხევი, შრომის ხევი, კაბალისა და არეშფერანის მდინარე გუშინ ადიდდა, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. დაზიანებულია საოჯახო ავეჯი და ტექნიკა. ზარალს მოსახლეობასთან ერთად კომისიაც ითვლის, რის შემდეგაც გახდება ცნობილი მისი ზუსტი ოდენობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება