ალეკო ელისაშვილი - მექრთამეობა უნდა დავასრულოთ 4 ოქტომბერს - კახა კალაძე კი თითოეულ მავნებლობაზე პასუხს აგებს

მექრთამეობა უნდა დავასრულოთ 4 ოქტომბერს - ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და როცა თბილისის მერი ეს პატიოსანი და წესიერი კაცი, ირაკლი კუპრაძე გახდება, ღორობები და მექრთამეობები აღარ მოხდება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნაძალადევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „კახა კალაძე თითოეულ მავნებლობაზე პასუხს აგებს“.

„ვისაც რაიმე კითხვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ღორობს კალაძე ქალაქში და როგორ უყურებს ის ამ ქალაქს როგორც საშოვარს, მოვიდეს ნებისმიერი და ნახოს ეს - ავარიულ სახლს ზემოდან აქვს დადგმული [16-სართულიანი კორპუსი]. „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერს ვუსურვებ, რომ ასეთ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც 16-სართულიანი უშველებელი კორპუსი იქნება ზემოდან დადგმული. ეს არის კალაძის და მისი გაუმაძღარი კლანის ღორობის ერთ-ერთი ნიმუში, სადაც გააყალბეს მიცვალებულების ხელმოწერები. სამართლებრივ ენაზე ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანურ ენაზე კი ეს არის ღორობა, რაც აქ ხდება. ავთანდილ თევზაძეა სამტრედიელი ადამიანი, რომელმაც ბურთი და მოედანი მისცა და უთხრა, რომ სადაც გინდა ავარიულ სახლზე დაადგიო. ეს ღორობა და მექრთამეობა უნდა დავასრულოთ 4 ოქტომბერს. ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და როცა თბილისის მერი ეს პატიოსანი და წესიერი კაცი, ირაკლი კუპრაძე გახდება, ასეთი ღორობები და მექრთამეობები აღარ მოხდება. კახა კალაძე კი თითოეულ ასეთ მავნებლობაზე პასუხს აგებს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი