ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევზე თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა, დაიღუპა - ასე აცხადებს რუსეთი თავის რეალურ პოზიციას, მას ბრძოლისა და მკვლელობის გაგრძელება სურს - გავაგრძელებთ საპასუხო დარტყმებს

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმა, 28 სექტემბრის ღამეს, 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის დროსაც 500-მდე თავდასხმის დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის „კინჟალის“ ტიპის რაკეტები, გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმის ძირითადი მიმართულებები იყო დედაქალაქი კიევი და კიევის ოლქი, ზაპოროჟიე, ხმელნიცკის, სუმის და ოდესის ოლქები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა. უკრაინაში, საერთო ჯამში, სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვები.

„დაბომბეს პურის მწარმოებელი ქარხანა, საბურავების ქარხანა, კერძო და საცხოვრებელი შენობები, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ეს საზიზღარი თავდასხმა პრაქტიკულად გაეროს გენერალური ასამბლეის კვირის ბოლოს მოხდა და სწორედ ასე აცხადებს რუსეთი თავის რეალურ პოზიციას. მოსკოვს სურს ბრძოლისა და მკვლელობის გაგრძელება და მსოფლიოს მხრიდან მხოლოდ უდიდეს ზეწოლას იმსახურებს. კრემლი ამ ომისა და ტერორის გაგრძელებით ისარგებლებს მანამ, სანამ მას ენერგეტიკული შემოსავლები და ჩრდილოვანი ფლოტი მოქმედებაში ჰყავს. გავაგრძელებთ საპასუხო დარტყმებს, რათა რუსეთს წავართვათ ფულის შოვნის ეს შესაძლებლობები და ვაიძულოთ დიპლომატია. ყველამ, ვისაც მშვიდობა სურს, უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და შეაჩეროს რუსული იმპორტი. გადამწყვეტი მოქმედების დრო დიდი ხანია დადგა და ჩვენ აშშ-ს, ევროპის, „დიდი შვიდეულის“ და „დიდი ოცეულის“ მტკიცე რეაგირებას ველით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს