პოლიციამ სომხეთში პარაკარის ხელმძღვანელის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილი დააკავა

სომხეთის პოლიციამ პარაკარის თემის ხელმძღვანელის, ვოლოდია გრიგორიანისა და მისი მეგობრის, პოლიციელი კარენ აბრაჰამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეჭვმიტანილმა მკვლელობა აღიარა.

პარაკარის თემის ხელმძღვანელი, ვოლოდია გრიგორიანი სამშაბათს ღამით სოფელ მერძავანში მოკლეს. მასთან ერთად ასევე მოკლეს პოლიტიკოსის მეგობარი, პოლიციის თანამშრომელი კარენ აბრაჰამიანი, კიდევ ერთი პირი კი- დაჭრეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ადრე განაცხადა, რომ დანაშაულის შესახებ რამდენიმე ვერსიას იძიებდა, მათ შორის კავშირს სოფელ მერძავანში რამდენიმე თვის წინ მომხდარ მკვლელობასთან.

საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მკვლელობის ხელშეწყობისა და წაქეზებისთვის დაკავებული ერთი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლომ მისი დაპატიმრება დააკმაყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული მამაკაცი თებერვალში სოფელ მერძავანში მოკლული მამაკაცის ძმაა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება