ანონსი 29 სექტემბერი

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ფედერალისტების“ ნარკოპოლიტიკის პრეზენტაცია და რეფორმაზე პასუხისმგებელი ახალი „ფედერალისტი“ ლიდერის წარდგენა გაიმართება.

მის: „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: ნათია გაბუნია - 598 27 31 53; მაკო ჯაბუა - 558 64 80 83

29 სექტემბერს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებზე კითხვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სურსათის ბანკის პროექტის ინიციატორი „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს)პოლიტიკის უფროსი მრჩევლის, ჯუბა მარუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სურსათის ბანკის“ პროექტთან დაკავშირებული სიახლეები: პირველმა „სურსათის ბანკმა“ ოპერირება თბილისში უკვე დაიწყო. პროექტის განხორციელება სხვადასხვა რეგიონში იგეგმება - რა ეტაპზეა სამუშაოები, როგორ მუშაობს სისტემა და როგორია ბიზნესსექტორის ჩართულობა“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე საერთო ყრილობა ჩატარდება.

თემა: „სხდომის ფარგლებში დაგეგმილია ფედერაციის წესდებაში ცვლილებების განხილვა. ცვლილებებიდან გამომდინარე, დღის წესრიგით გათვალისწინებულია პირველი ვიცე-პრეზიდენტის არჩევა“.

მის: დ.გურამიშვილის გამზირი №76 (ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი)

29 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა თავაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: 2025 წლის თვითმმართველობის საარჩევნო გარემო, დარღვევები, ზეწოლები.

მის: ბელიაშვილის 68; პარტიის ოფისი

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება