თბილისის მერია - დაგეგმილი ღონისძიების გამო, კალოუბნისა და ბრილების ქუჩის მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 29 სექტემბერს 02:00 საათიდან 16:00 საათამდე, კალოუბნისა და ბრილების ქუჩის მონაკვეთში საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კერძოდ, გადაადგილება შეზღუდული იქნება კალოუბნისა და თრიალეთის ქუჩების კვეთიდან კალოუბნისა და ელდარის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ასევე, ბზითაგორის ქუჩიდან კალოუბნის ქუჩის მიმართულებითაც.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები იმოძრავებენ თრიალეთის, შუამთისა და ელდარის ქუჩების გამოყენებით.

„აღნიშნულ პერიოდში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ავტობუსები - N356, N366, N371 და მიკროავტობუსები N424, N547, N554 თრიალეთის ქუჩის გზაჯვარედინიდან მოძრაობას გააგრძელებენ შუამთის ქუჩის გზაჯვარედინამდე, რის შემდეგ შუამთისა და ელდარის ქუჩების გავლით დაუბრუნდებიან კალოუბნის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება