პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

უწყვეტი პროტესტის 305-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მანამდე კი, ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში გაიმართა.

აქციის მონაწილეები გერმანიის საელჩოსთან შეიკრიბნენ, გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს მხარდაჭერა გამოუცხადეს, რომელიც 24 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. გერმანიის საელჩოსთან მიმდინარე მარშს შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მსვლელობის მონაწილეებიც.

როგორ მარშის მონაწილეები აღნიშნავენ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არის თავდასხმა არა მხოლოდ ელჩზე, არამედ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან მეგობრობაზე.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება