კახა კალაძე - ვისმენთ სისულელეებს: „დამხობა, გადატრიალება“, სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება

ვისმენთ რაღაც სისულელეებს: „დამხობა“, „გადატრიალება“ - არ მინდა ჩემი თანამემამულეები მონაწილეობდნენ ამ პროცესში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარე ძალები, ებრძვიან ქვეყანას, მშვიდობას.

„იცით, რომ გარე ძალები ებრძვიან ქვეყანას, მშვიდობას, ახლა უკვე უნივერსიტეტის საშუალებით შემოაქვთ თანხები და ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ ეს თანხები ბოროტებას ხმარდება. თანხები იხარჯება, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ, სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუციები, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქე გარეული იყოს ამ სიბინძურეში.

ვისმენთ რაღაც სისულელეებს: დამხობა, გადატრიალება... სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. არ მინდა ჩემი თანამემამულეები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ვიღაცებს აქვთ ცდუნება, გარედან თანხებს ხარჯავენ, ტერორიზმი, ექსტრემიზმი უმძიმესია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენი შესაბამისი სამსახურები 24 საათი მუშაობენ, მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე“,- აღნიშნავს კახა კალაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია