მოლდოვაში საარჩევნო უბნები დაიხურა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51.9% შეადგინა

მოლდოვაში საარჩევნო უბნები დაიხურა. მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტპოლები არ ჩატარებულა, წინასწარი შედეგები დღეს მოგვიანებით არის მოსალოდნელი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით საღამოს 9:00 საათისთვის 1.59 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა დაახლოებით 51,9%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მოიცავს 264 000 მოლდოველს, რომლებმაც ხმა მისცეს საზღვარგარეთ მოწყობილ საარჩევნო უბნებზე.

დღის მანძილზე გავრცელდა ცნობები კენჭისყრის ჩაშლის მცდელობების შესახებ, მათ შორის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევების და მთელი დღის განმავლობაში მოლდოვასა და მის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნებზე ბომბის აფეთქების ცრუ მუქარის თაობაზე.

ინფორმაციისთვის, მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ერთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.

მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) იმედოვნებს, რომ შეინარჩუნებს უმრავლესობას პარლამენტში.

დასავლური მედია წერს, რომ პარტიას, სავარაუდოდ, სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის პრორუსული ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, „პატრიოტული ბლოკი“, რომლის ყველაზე დიდი პარტიის - „სოციალისტების“ - ლიდერი, იგორ დოდონი სანდუმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.

დასავლური მედია აღნიშნავს, რომ მოლდოვას „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პრორუსული უმრავლესობის მქონე კოალიცია ან პარლამენტი კი ამ ძალისხმევას გაჭიანურებულ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცევს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება