მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია ხმების 49.70%-ით ლიდერობს, დათვლილია ხმების 98.42%

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 98.42 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 49.70 პროცენტით პროცენტით ლიდერობს.

ამასთან, მეორე ადგილზეა „პატრიოტული ბლოკი“ 24.45 პროცენტით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“, რომელმაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 8.04 პროცენტი მიიღო. მეოთხეა „ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.25 პროცენტით, მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია - 5.66 პროცენტით.

მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 1.6 მილიონზე მეტმა, ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით 52.15%-მა მიიღო მონაწილეობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება