სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე - „ევროკავშირი: გაფართოების მომდევნო ნაბიჯი” და მონაწილეებს მთავარი მომხსენებლის რანგში მიმართავს.

„პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი, 2021–2023 წლებში მოლდოვის პრემიერ–მინისტრი ნატალია გავრილიცა, მონტენეგროს ვიცე–პრემიერი, საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრი ფილიპ ივანოვიჩი, უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, 2016–2019 წლებში უკრაინის ვიცე–პრემიერი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მიროსლავ ლაიჩაკი.

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, უკრაინისა და ლიეტუვის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად გაიმართება.

30 სექტემბერს იგეგმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში - „გაუტეხავი ბრძოლა დემოკრატიული სუვერენიტეტისათვის მტრულ სამეზობლოში”. ამავე დღეს იგი მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება დისკუსიაზე - „ქალები გლობალური უსაფრთხოების წინსვლისათვის“.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენე ფელინთან, ასევე, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს