მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მედიის, ამერიკული ფორბსის ყურადღების ცენტრში კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი ვაინქასთი მოხვდა.
სტატიაში ფესტივალი მოხსენიებულია, როგორც აღმოსავლეთის კანი, სადაც ქვევრის ღვინო და წითელი ხალიჩა ერთმანეთს ხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით ფორბსის მკითხველთა რაოდენობა 150 მილიონ ადამიანს აღემატება. ამიტომ მსგავსი შინაარსის, ვრცელი სტატიის დათმობა ქართულ კულტურაზე არამხოლოდ ფესტივალის, არამედ მთელი ქვეყნის და განსაკუთრებით კი ქართული კულტურის დიდი წარმატებაა.
„უამრავ ფესტივალს დავსწრებივარ - აღნიშნავს ავტორი, ლორენ მოური - როდესაც საქართველოში გავემგზავრე ველოდი რაღაც საინტერესო, გასართობ ღონისძიებას, თუმცა აქ სრულიად სხვა რამ დამხვდა, ეს სულ სხვა ტონის ფესტივალია - ქართველებვით თამამი, თავისუფალი და საოცრად სიცოცხლით სავსე. ხუთი დღის განმავლობაში WineCast-მა საქართველო — ღვინის აკვანი და კინოს ახალი ძალა — გლობალური შემოქმედების, თანამშრომლობისა და ზეიმის სცენად აქცია. ვაინქასთი კულტურული კატალიზატორი და ურთიერთობების ლაბორატორიაა, რომელიც არა მხოლოდ კინოჩვენებებით და ღვინის დეგუსტაციებით შემოიფარგლება, არამედ ქმნის ატმოსფეროს, წარმოაჩენს კულტურას, გვაცნობს მუსიკას და რაც მთავარია სივრცეს საქმიანი და მეგობრული ურთიერთობებისთვის. მე საერთაშორისო კულტურული მოძრაობის ახალი ტალღის დაბადების მომსწრე გავხდი“ -აღნიშნავს ჟურნალისტი და აღფრთოვანებით საუბრობს ფესტივალის არაორდინალურ ფორმატზე, ადგილებზე, ადამიანებზე, მონაწილე თუ გამარჯვებულ ფილმებზე და მარნებზე.
სტატიაში ფესტივალის დამფუძნებლები, თამთა გაბრიჩიძე და რუსუდან ჭუმბაძე საქართველოს კინო და ღვინო ინდუსტრიის პოტენციალზე საუბრობენ - „იდეაც სწორედ ეს იყო, შეგვექმნა არა მხოლოდ კინო ან ღვინო ფესტივალი, ჩვენ ამ ორი სფეროს დამეგობრება და მსოფლიო ასპარეზზე გატანა დავისახეთ მიზნად. საქართველო კინემატოგრაფისთვის უნიკალური ქვეყანაა, შეგიძლიათ ფილმის გადაღება ზღვის პირას დაიწყოთ, უდაბნოში გადაინაცვლოთ, ტყეების ან ისტორიული ადგილების ფონზე გააგრძელოთ და დათოვლილ მთებში დაასრულოთ, აქ ყველაფერია. თანაც გადაღება ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე ევროპის ან ამერიკის ქვეყნებში, ხარისხი კი იგივე. მოკლედ, რომ ვთქვათ საქართველო ნამდვილი კინო სამოთხეა. - აღნიშნავენ ფესტივალის დამფუძნებლები და ვაინქასთის ორგანიზატორ, საპროდიუსერო კომპანია მალბერი გრუპის წვლილზე და შესაძლებლობებზეც საუბრობენ.
წელს ფესტივალმა 96 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი ფილმი მიიღო, რომლებიც სამ საკონკურსო სექციაში გადანაწილდა. მიუხედავად საერთაშორისო კონკურსისა, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო სექციაში წელს მხოლოდ ქართულ კინოს დაეთმო ადგილი. ამით ფესტივალმა გამოკვეთა ქართული კინოს ახალი თაობა და ფილმები. ფესტივალის ღვინის მიმართულება არანაკლებ დინამიკური იყო. ფესტივალზე მონაწილეობისთვის განაცხადი დაახლოებით 70-მდე მარანმა შეიტანა, რომელთაგან 30 შეირჩა მკაცრი, ბრმა დეგუსტაციის შედეგად. როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ ფესტივალის კარი ყველასთვის ღიაა, არ სურთ ვაინქასთი ორგენტირებული იყოს მხოლოდ დიდ, ან პატარა მარნებზე, ორგანულ თუ ექსპერიმენტულ ღვინოებზე, მათთვის უპირველესი ხარისხია და თანაბარ შანსს აძლევენ ყველა ღვინის მწარმოებელს, რათა ისინი საერთაშორისო ავტორიტეტული ჟიურის წინაშე წარსდგნენ. თუმცა მაინც აღნიშნავენ, რომ კონკურსში ქალ მეღვინეთა დიდი ჩართულობა ძალიან ახარებთ, რადგან ვაინქასთი ქალების მიერ დაარსებული და დაორგანიზებული ფესტივალია.
აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორი ლორენ მოური ფესტივალს ჟიურის რანგში ესტუმრა. გარდა იმისა, რომ ლორენი მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული მწერალია, იგი ღვინის ექსპერტიც გახლავთ.
ლორენი სტატიას შემდეგი სიტყვებით ასრულებს - „ვაინქასთი არ არის მხოლოდ ფესტივალი, ეს სრულიად ახალი ტიპის, შემოქმედებითი საზოგადოების ჩამოყალიბების სივრცეა, სადაც კულტურა ჭიქიდან ჭიქაში იღვრება, ამბები ჟაშნიკდება და მეგობრობა სამუდამოდ ილექება“- სიამაყით გიზიარებთ სტატიას და ვიმედოვნებთ, რომ ვაინქასთი სულ მალე, ნამდვილად გახდება საქართველოს საიმიჯო ფესტივალი მსოფლიო ასპპარეზეე, კონკურენციას გაუწევს ცნობილ, ღვაწმოსილ ფესტივალებს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონები ვაინქასთის დახმარებით ისეთ პოპულარობას მოიპოვებენ, როგორც პატარა ქალაქმა კანმა, კურორტმა პარკ სითიმ, ლოკარნომ ან თუნდაც სარაევომ მოიპოვა.
სტატიის ბმული.
(R)