ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება, ასევე გატაცებების, უკანონოდ დაკავებების საკითხი და ე.წ. ბორდერიზაცია იქნება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხება არასრულწლოვანების საკითხსაც, რომლებიც, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

„პირველი იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონოდ დაკავების 23 შემთხვევა და დღეს სახეზე გვყავს 11 უკანონოდ დაკავებული. საანგარიშო პერიოდს რაც შეეხება, ვგულისხმობ წინა შეხვედრიდან დღემდე, 7 უკანონო დაკავება მოხდა. ყურადღება გამახვილდება უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა უკანონო ბორდერიზაციის 8 ფაქტს. რასაკვირველია, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ამ ინციდენტსაც. მთავარია, რომ არასრულწლოვანები სახლში იმყოფებიან. საოკუპაციო ხაზის, სოფლის მიმდებარედ სეირნობდნენ ბავშვები, რა დროსაც დააკავეს. საინტერესოა, დეტალები მოვისმინოთ თავად იმ მხარისგან, რომელმაც ამგვარი ქმედება განახორციელა. სავარაუდოდ, მეტი დეტალის გაზიარების შესაძლებლობა შეხვედრის დამთავრების შემდეგ მექნება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება