კახა კალაძე - არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება, ეს არის ტყუილი

არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება, ეს არის ტყუილი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რეგიონებში ადამიანებს ეუბნებიან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იგეგმება.

კახა კალაძის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ იქნება.

„ჩვეულებრივი სისულელეა, არანაირი ვადამდელი არჩევნები. არჩევნები მაშინ იქნება, როცა ამის დრო მოვა. 2028 წელს დაელოდეთ, იქნება საპარლამენტო არჩევნები. გამოდის ის, რომ ავრცელებთ სიცრუეს, ფალსიფიკაციას. არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ. „ძლიერი საქართველო“ და თქვენ, ერთი ხართ, არაფრით განსხვავდებით ერთმანეთისგან. ხართ რადიკალების წარმომადგენლები, უსამშობლო აგენტურები. არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება, ეს არის ტყუილი, სიცრუე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს