„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „თერმოინდუსტრიამ“ ახალი შოურუმი „ბუდე პლუსი“ გახსნა

„საქართველოს ბანკი“, პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია თერმოინდუსტრიამ ახალი შოურუმი „ბუდე პლუსი“ გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5.5 მლნ. ლარს შეადგენს, რაც ფართის შეძენას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

აღნიშნული პროექტი თბილისში, გ.ამილახვრის #1-ში, 10,000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და ის შოურუმს, სასაწყობე სივრცესა და საოფისე ფართებს აერთიანებს.

შოურუმში წარმოდგენილია გათბობა-გაგრილების, მზის სისტემებისა და ჭკვიანი სახლის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია. მომხმარებლებს შოურუმში ისეთი ექსკლუზიური ბრენდები დახვდებათ, როგორიცაა: ვისმანი, იტალთერმი, ისიეი და 80-ზე მეტი სხვა ბრენდი.

საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა წლებია უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენმა დიდი ხნის პარტნიორმა კომპანია თერმოინდუსტრიამ, ბანკის მხარდაჭერით, დღეს კიდევ ერთი, ახალი შოურუმი - ბუდე პლუსი გახსნა. მიმაჩნია, რომ ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ წლებია ვპარტნიორობთ და ძალიან ვამაყობთ ამ თანამშრომლობით, რადგან კომპანია მუდმივად ცდილობს უფრო მეტად განვითარდეს, გაძლიერდეს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება