ტატო ქელბაქიანი - საინიციატივო ჯგუფი „დამკვირვებლები“ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას ვუერთდებით - ეს დღე უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების წერტილი

საინიციატივო ჯგუფი „დამკვირვებლები“ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას უერთდება და საქართველოს მოქალაქეებს შეკრებაზე მისვლისკენ და „ბოლომდე ბრძოლისკენ“ მოუწოდებს.

როგორც საინიციატივო ჯგუფ „დამკვირვებლების“ წევრმა, ტატო ქელბაქიანმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბერი უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების წერტილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება რუსულ რეჟიმს.

„უკვე 300 დღეზე მეტია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. რუსულმა რეჟიმმა ვერ შეძლო ქართული საზოგადოების გატეხვა. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება რუსულ რეჟიმს, ამიტომ 4 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეების შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ დღეს ჩვენ ღიად უნდა ვუთხრათ უარი და ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ბრძოლის მაგალითი. ეს დღე უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების წერტილი. აქედან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი „დამკვირვებლები“ ვუერთდებით 4 ოქტომბრის აქციას და საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოვიდნენ, დადგნენ ქართველ ხალხთან ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე,“ - განაცხადა ქელბაქიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება