ვოლოდიმირ ზელენსკი - მოლდოვის არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა მარცხდება, ევროპაში კი მოლდოვა იმარჯვებს

ვესაუბრე მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს. მოხარული ვარ, მივულოცო მაიას ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა მარცხდება, ევროპაში კი მოლდოვა იმარჯვებს.

„რუსული დივერსია, მუდმივი დეზინფორმაცია - ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვა ეფექტურად იცავდა თავს საფრთხეებისგან ყველასთან ერთად, ვინც დახმარება გაუწია. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს მოლდოვას. გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. გამოწვევების ერთობლივად დაძლევას და ისეთი მომავლის აშენებას, სადაც ჩვენს ხალხებს ექნებათ ძლიერი პერსპექტივები - უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში და შესაბამისად, სოციალურ ცხოვრებაში“, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს