დაგეგმილი ღონისძიების გამო, ხიზანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონში დაგეგმილი ღონისძიების გამო, 29 სექტემბერს, 15:00 საათიდან 22:00 საათამდე, ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„კერძოდ, ომარ ხიზანიშვილისა და ილია ვეკუას ქუჩების კვეთიდან გადაადგილება შეზღუდული იქნება ცალმხრივ საგზაო მონაკვეთზე, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მიმართულებით. შეზღუდვის პერიოდში, ვეკუას ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება და დროებით გახდება ორმხრივი, რაც ავტომობილებს ხიზანიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, ვეკუას ქუჩაზე გადაადგილების საშუალებას მისცემს, ხოლო ხიზანიშვილის ქუჩიდან ვეკუას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები სვლას შეძლებენ უახლოესი მოსახვევის გამოყენებით.

მცირე ცვლილებები შევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაშიც. ავტობუსები - N304, N308, N323, N335, N339 და N351 ხიზანიშვილის ქუჩიდან ვეკუას ქუჩაზე მოსახვედრად, ხიზანიშვილის ქუჩის N73-თან მარჯვნივ გადაუხვევენ და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო მიკროავტობუსი N417 ხიზანიშვილის ქუჩის N73-ის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხვევის შემდეგ, ვეკუას ქუჩაზე სვლას მარცხნივ მოხვევით განაგრძობს და სხვა სატრანსპორტო ნაკადებს შეუერთდება, რის შემდეგაც გლდანის VII მიკრორაიონიდან (ხიზანიშვილის ქუჩა) გადაადგილებას დადგენილი სქემით განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია