კახა კალაძე - კალოუბნის ქუჩაზე იყო სამსართულიანი, გაუბედურებული შენობა-ნაგებობა, დღეიდან კი ოჯახები ახალ, თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსში იცხოვრებენ

თბილისის განვითარების ფონდმა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩის N18-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობა 10-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსით ჩანაცვლდა.

კალოუბნის ქუჩაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად იმყოფებოდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო სამსართულიანი გაუბედურებული, ცუდ მდგომარეობაში არსებული შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟი ორი წლის წინ განხორციელდა.

„ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქ. N18-ში ძალიან კარგი პროექტის განხორციელება დავასრულეთ, რომლითაც 29 ოჯახი დაკმაყოფილდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო სამსართულიანი გაუბედურებული, ცუდ მდგომარეობაში არსებული შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟი ორი წლის წინ განვახორციელეთ. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი აქ მცხოვრებ ოჯახებს თანამშრომლობისთვის. შედეგიც სახეზეა - ისინი დღეიდან ახალ, თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსში იცხოვრებენ. მათ გადაეცემათ გარემონტებული, ყველანაირად მოწესრიგებული ფართები. 29 ოჯახიდან დღეს 12 ოჯახს გადავცემთ ფართებს. შესაბამისი სამუშაოები დეკემბრამდე დასრულდება და გარემონტებული ფართები დანარჩენებსაც გადაეცემათ.

კიდევ ერთხელ მივმართავ თბილისელებს, მათ, რომლებიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან, გამოიყენეთ ეს პროგრამა. ჩვენთან, გამგეობასთან თანამშრომლობით, გექნებათ შესაძლებლობა, ავარიული შენობა-ნაგებობა ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლდეს. მადლობა თბილისის განვითარების ფონდს და მის ხელმძღვანელს. მადლობა სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ თანამშრომლობისთვის. მათი უშუალო ჩართულობით შედგა ეს წარმატებული პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი 2023 წელს განხორციელდა და მის ნაცვლად ახალი, მრავალბინიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 7 764 844 ლარი შეადგინა.

„ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის მიზანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.

კალოუბნის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს