პაატა ბურჭულაძე - ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას - არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას

4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის პოლიტიკოსობას არ აპირებს.

„ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ტარიელ ონიანთან და ბაჩო ახალაიასთან ჩემს ნათლიმირონობაზე და მე მინდა მათ ვუპასუხო, რომ მე მათთან წლებია ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

რაც შეეხება მათ მონაწილეობას პოლიტიკაში მინდა გითხრათ, რომ ტარიელისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ბაჩო ახალაია კი კატეგორიულად უარყოფს მის პოლიტიკურ მონაწილეობას.

ასე, რომ პოლიტიკის გარეშე ვიმეგობრებ მათთან, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას. 4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა ,,ოცნებას" მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა“, - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია