„ჯივიპიმ“ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე წყლის სრული ციკლის შესახებ ინტერაქტიული თამაში წარადგინა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში მიიღო - ღონისძიებაში, რომელიც ცოდნის გასაზიარებლად ინოვაციურ და გასართობ ფორმატებს იყენებს და აერთიანებს როგორც თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას, ისე მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „ჯივიპის“ საგანმანათლებლო კარავში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“-ს ფარგლებში შექმნილ სამაგიდო თამაშს.

„თამაში ინტერაქტიული და სახალისო გზით ასწავლის წყლის სრული ციკლის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის, მდგრადი გამოყენების საჭიროებას.

თამაშის პროცესში მონაწილეები პასუხობდნენ წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ კითხვებს და თითოეული სწორი პასუხის შემდეგ შესაძლებლობა ეძლეოდათ, მდინარისა და მილების ფრაგმენტების მეშვეობით ეტაპობრივად აეწყოთ წყალმომარაგების სრული ციკლი თამაშის დაფაზე - წყლის მოპოვებიდან მის ბუნებაში დაბრუნებამდე. პარალელურად, ისინი ეცნობოდნენ საინფორმაციო ბუკლეტს, რომელიც მარტივად და გასაგებად აღწერს წყალმომარაგების ეტაპებსა და პროცესებს, ხოლო აქტიური მონაწილეები სწორი პასუხებისთვის სიმბოლური საჩუქრებითაც ჯილდოვდებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს