საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა.

პირველ აუქციონზე წარმოდგენილი იყო 10 ავტომობილი, რომელიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. აუქციონის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სასურველი ავტომობილი საბაზრო ღირებულებაზე 2-3 ჯერ ნაკლებ ფასად შეეძინათ.

ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე ყველა საფასო კატეგორიის ავტომობილს იპოვით. კომპანია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე არსებული ავტომობილების გარდა, გზაში მყოფი ავტომობილები შეიძინონ ან საკუთარი მანქანა დააყენონ, მის გაყიდვაში კი კომპანია დაეხმარებათ.

აღსანიშნავია, რომ ლაივ აუქციონი პერიოდულობით, ყოველ შაბათს გაიმართება. გარდა ამისა, 9 ოქტომბრიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი ავტომობილი ონლაინ, www.lionauctions.com -ზე შეიძინონ.

ინფორმაციისთვის, ლაიონ აუქციონი IAA-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

„საქართველოს ბანკი ბიზნესის ერთგული პარტნიორია და წლებია საქართველოში ავტო ინდუსტრიის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ლაიონ გრუპთან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ. წლიდან-წლამდე კი ეს ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. აღნიშნული ღონისძიებაც ამის დასტურია. აუტო აუქციონი არ არის უბრალოდ გაყიდვების ახალი არხი, ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებასა და ავტომობილის შეძენის კულტურას მნიშვნელოვნად შეცვლის. აღსანიშნავია, რომ ავტო აუქციონის პარალელურად, საქართველოში IAA-ის (Insurance Auto Auctions) ოფიციალური წარმომადგენლობა ფუნქციონირებს. ეს ყოველივე კი ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც როგორც ინდუსტრიულ განვითარებას, ასევე ეკონომიკურ პროგრესს გულისხმობს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს