"გალტ & თაგარტმა" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური  მიმოხილვა წარადგინა

"გალტ & თაგარტმა" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიმართა.

"გალტ & თაგარტმა" კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო, მათ შორის, თუ რა არის ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები და მომდევნო წლებში რაზე იქნება დამოკიდებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ასევე პანელური დისკუსია, რომელშიც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძეც მონაწილეობდა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გალტ & თაგარტმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა და დამსწრეებს ეკონომიკაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ტენდენციები გააცნო. ასევე ყურადღება გამახვილდა, თუ რა არის ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები, როგორია ინვესტიციების და პროდუქტიულობის დინამიკა, ასევე რა მიმართულებებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ტრადიციულად, წარვადგინეთ 2025–26 წლების ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები, რათა საქმიან საზოგადოებას დროულად გავაცნოთ ეკონომიკური ტენდენციები და დავეხმაროთ მათ ბიზნესის დაგეგმვასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა "გალტ & თაგარტის" კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

"გალტ & თაგარტის" კვლევების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს