ირაკლი კობახიძე - მე მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუს-ის ჩარევით დატოვა „ლელო“, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ, თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ

მე მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუს-ის ჩარევით დატოვა „ლელო“, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ და თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ლელოს" ბრალდებებს შეეხებოდა.

კერძოდ, პრემიერი გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატის ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.

მისივე თქმით, „ლელომ" თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები და ამ პირობებში, არავის უნდა უკვირდეს, რომ მათი კანდიდატები ტოვებენ პოლიტიკურ გაერთიანებას.

„სადაც ლიდერები ტოვებენ პარტიას, იქ რატომ უკვირთ, რომ ქვედა დონეზე კანდიდატები ტოვებენ მათ პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს აბსოლუტურად ლოგიკური პროცესია იმ პირობებში, როცა „ლელომ" თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები,"- განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი