დონალდ ტრამპი - მშვიდობისთვის ისტორიული დღეა, მხოლოდ „ჰამასის“ თანხმობა დარჩა, თუ ასე არ მოხდება, ბიბი, იცი, რომ სრული მხარდაჭერა გექნება იმის გასაკეთებლად, რაც უნდა გააკეთო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

„დღეს მშვიდობისთვის ისტორიული დღეა. მოდით, ამას ახლო აღმოსავლეთში მარადიული მშვიდობა ვუწოდოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპმა სამშვიდობო გეგმაზე დათანხმებისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუს მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ „ჰამასის“ თანხმობა დარჩა“.

„მაქვს განცდა, რომ დადებით პასუხს მივიღებთ. მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდება, ბიბი [ნეთანიაჰუ], იცი რომ, ჩვენი სრული მხარდაჭერა გექნება იმის გასაკეთებლად, რაც უნდა გააკეთო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს