თენგო თევზაძე - საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ  რეჟიმს და მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ რეჟიმს და მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა სტრასბურგში ბრიფინგზე.

თენგო თევზაძის თქმით, "ანტიქართულმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა" გადაწყვიტა, საქართველოს დაუკარგოს ისტორიული ფუნქცია და ევროპული მომავალი.

"მადლობა, ძვირფასო კოლეგებო. საქართველოში ხალხი 300 დღეზე მეტია ქუჩაში დგას. ყველა პროდასავლელი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები პატიმრობაში არიან. ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ციხეში არიან. ნიკა მელია მანამდე დააკავეს, სანამ ბრალს წაუყენებდნენ. ანტიქართულმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, საქართველოს დააკარგვინოს თავისი ისტორიული ფუნქცია და ევროპული მომავალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი კოლეგები დაგვეხმარებიან, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული შანსი. საქართველო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენ ყველანაირი წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ და ასევე გავხდეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ევროპისათვის, და მშვიდობის შენარჩუნებისათვის, რომელიც ასე გვჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ ამ რეჟიმს და ჩვენ მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, და თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის" - განაცხადა თევზაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს