სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და ევროპის საკითხებში მინისტრს ბენჟამინ ჰადადს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, ჰქონდა არსებითი დისკუსია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რისთვისაც ფრანგ მინისტრებს მადლობას უხდის.

"მადლობა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ამ არსებითი დისკუსიისთვის, ასევე ევროკავშირისა და "ვაიმარის სამკუთხედის" როლისთვის ქართველი ხალხის მომავლის უზრუნველყოფასა და ევროპული პერსპექტივის აღდგენაში დახმარების კუთხით", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია