ვოლოდიმირ ზელენსკი - დობროპილიეს კონტრშეტევა გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის მიმართულებით დობროპილიეს კონტრშეტევითი ოპერაცია გრძელდება.

„ვესაუბრეთ სამხედროებს ოპერატიული ვითარების შესახებ და მთავარსარდლალმა ანგარიში წარადგინა. დობროპილიეს კონტრშეტევითი ოპერაცია გრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ჩართულ ქვედანაყოფს ეფექტურობისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინულმა ჯარებმა უკვე გაათავისუფლეს 174 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია, 194 კვადრატულ კილომეტრზე მეტი კი რუსი დივერსანტებისგან გაიწმინდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხოლოდ ამ ოპერაციაში რუსეთის დანაკარგები თითქმის 3 200-ს შეადგენს.

18 სექტემბერს ზელენსკიმ პირველად გამოაცხადა, რომ უკრაინის არმია დონეცკის ოლქის მიმართულებით წარმატებულ კონტრშეტევით ოპერაციას ატარებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს