ევროკომისია უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავს, რომელსაც მარკ რუტეც დაესწრება

ევროკომისიის კოლეგია დღეს ბრიუსელში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც დაესწრება.

„დილით გაიმართება ევროკომისიის კოლეგიის შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობას ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიღებს“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ევროკომისრები, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის თავდაცვის სტრატეგიის, „მზადყოფნა 2030“-ის გეგმებსაც განიხილავენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება