სტივ უიტკოფი - ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს

ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

„ჩვენ ფართო მხარდაჭერა გვაქვს, როგორც სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისგან, ისე ევროპელებისგან. გეგმას დიდი მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა.

მისი თქმით, „გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ გეგმა წარმატებული იქნება“.

„ოპტიმისტურად და იმედიანად ვარ განწყობილი. ეს უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გუშინ თეთრმა სახლმა ღაზაში ომის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ყოვლისმომცველი გეგმა“ გამოაქვეყნა. გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ჰამასი“ მძევლებს გაათავისუფლებს. გეგმის მიხედვით, ომის დასრულების შემდეგ ღაზას გარდამავალი, ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი უხელმძღვანელებს.

დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი მის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს