Reuters - ინდონეზიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში ჩარჩენილ 38 ადამიანს ეძებენ

ინდონეზიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში ჩარჩენილ 38 ადამიანს ეძებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელის, მოჰამედ სიაფის განცხადებით, ორშაბათს ქალაქ სიდოარჯოში, ალ ხოზინის სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველებმა 99 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

დაშავებულთაგან 80 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, აბდულ მუჰარის ცნობით, სკოლის შენობის ნაწილი მეოთხე სართულზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოინგრა.

სკოლის შენობის ჩამონგრევის შემდეგ 38 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება