სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ სომხეთსა და ალიანსს შორის პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, რადმილა შეკერინსკას შეხვდა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს სომხეთსა და ნატო-ს შორის პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს უფრო ამბიციური დღის წესრიგის შემუშავებისადმი მათ ინტერესს.

შეხვედრაზე, რეგიონულ მოვლენებზე ფოკუსირებისას, არარატ მირზოიანმა და რადმილა შეკერინსკამ გაცვალეს მოსაზრებები მშვიდობის დამყარებაში ვაშინგტონის შეთანხმებების მნიშვნელობაზე და ასევე „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ ტრამპის გზის“ საკომუნიკაციო პროგრამის განხორციელების კუთხით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება