ირაკლი ქადაგიშვილი - ვინც გვაკრიტიკებს, მოვუწოდებთ, ნუ არიან ახალგაზრდების ციხეში გარეკვის მენახირეები - საქართველოს დემოკრატიას კი არ აქვს უკუსვლა, ამ განცხადებების ავტორებს აღარ დარჩათ ობიექტურობის, რეალობისა და დემოკრატიის აღქმა

ვინც გვაკრიტიკებს მათ მოვუწოდებთ, რომ ნუ არიან ამ ახალგაზრდების ციხეში გარეკვის მენახირეები. სწორედ ესენი არიან, ვინც ახალგაზრდებს ციხეებში ერეკებიან. საქართველო დემოკრატიას კი არ

აქვს უკუსვლა, ამ განცხადებების ავტორებს აღარ დარჩათ ობიექტურობის, რეალობისა და დემოკრატიის აღქმა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.

მისი თქმით, აღნიშნული კრიტიკული განცხადებების ავტორებს ერთადერთი მიზანი აქვთ - საქართველოში მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც „მძვინვარე ომის დროს ქვეყანაში მეორე ფრონტს გახსნის“.

„ვინც გვაკრიტიკებს, მათ მოვუწოდებთ, ნუ არიან ამ ახალგაზრდების ციხეში გარეკვის მენახირეები. სწორედ ესენი არიან, ვინც ახალგაზრდებს ციხეებში ერეკებიან. საქართველო დემოკრატიას კი არ აქვს უკუსვლა, ამ განცხადებების ავტორებს აღარ დარჩათ ობიექტურობის, რეალობისა და დემოკრატიის აღქმა. ერთადერთი მიზანი აქვთ - საქართველოში მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც მძვინვარე ომის დროს აქ მეორე ფრონტს გახსნის. რომელ დემოკრატიაზე, წესებზე და არჩევნებზე საუბრობენ? ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს ციხეში ერეკებიან, რომ მერე დადგნენ ტრიბუნაზე და ეს ტყუილი გაყიდონ. მათი ტრიბუნა რადგან მაღალი და ევროპულია, ჰგონიათ, რომ ყველა ტყუილი გაიყიდება. აღარ იყიდება ეს ტყუილი, თვითონ ევროპულ საზოგადოებაშიც აღარ იყიდება”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლირმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა მიუღებელია და ის მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს "უკუსვლა ავტორიტარიზმისაკენ".

ამასთან, გერმანელმა პარლამენტარმა, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიიდან, კნუტ აბრაჰამმა განაცხადა, რომ ოპოზიციის დევნა, მათი ლიდერების დაპატიმრება, უბრალოდ მიუღებელი და აბსოლუტურად დაუშვებელია. გერმანელი პარლამენტარის თქმით, მთავარი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს