კახა კალაძე „გორბის“ კვლევაზე - ხალხი ყველაფერს ხედავს და შეუძლია განასხვაოს, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ემსახურება

ხალხი ყველაფერს რეალურად ხედავს და შეუძლია განასხვაოს, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ემსახურება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ქვეყანას მართავს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მხარდაჭერას, რომელიც კვლევებითაც დასტურდება, ის ყოველდღიურად ამომრჩეველთან შეხვედრისასაც გრძნობს.

„ამომრჩეველთან ძალიან ხშირი შეხვედრები გვაქვს და ამ მხარდაჭერას, რაც კვლევებმა აჩვენა, ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ. ხალხი ყველაფერს რეალურად ხედავს და შეუძლია განასხვაოს, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ემსახურება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ქვეყანას მართავს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები და არა ვიღაცა გარედან ჩარევებით, მითითებებით, შიდა აგენტურული ქსელით. ქართველი ხალხი მართავს ამ ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-ის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, კითხვაზე ადგილობრივი არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 66,4%, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ კი - 10,3%.

სხვა პარტიების შემთხვევაში ხმები შემდეგნაირად განაწილდა: „გირჩი“ - 9,3 %, „გახარია საქართველოსთვის“ - 8,7 %, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2,2 %, ყველა სხვა პარტია ჯამურად 3,1 5 %.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს