კახა კალაძე 4 ოქტომბერზე - არაფერი იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ბოლი!

არაფერი იქნება. ეს არის ჩვეულებრივი ბოლი - თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოს გაბედავს, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება. ყველა მიიღებს მისაღებს! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაცდომებზე მყისიერი რეაგირება იქნება.

„არაფერი იქნება. ეს არის ჩვეულებრივი ბოლი. თუ ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს გაბედავს, ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება კანონის ფარგლებში. ყველა მიიღებს მისაღებს. რა თქმა უნდა, შეკრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში. თუ ვინმეს გადაცდომა ექნება მყისიერი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ „მშვიდობიანი რევოლუციის“ ორგანიზების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგში ახალგაზრდების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების, ჩართვის შესახებ" დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების გავლით უცხოური დაფინანსების თემები უკვე გაშიფრულია.

„ამ პროექტებს იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ადამიანების შექმნისთვის, როგორსაც ვხედავთ ყოველ საღამოს რუსთაველზე. ეს შემთხვევითი არ არის. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში, რომ აგენტურული ქსელი გაეკეთებინათ. უამრავი თანხა იხარჯებოდა და ახლაც აქვთ მცდელობა, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით. ძირითადი თანხები ხმარდებოდა პოლიტიკას, ბოროტებას, ადამიანების დაპირისპირების წახალისებას, პოლარიზაციის გაღრმავებას. არასამთავრობო ორგანიზაციების თემა უკვე გაშიფრულია. მცდელობა ჰქონდათ და უნივერსიტეტების გავლით აკეთებდნენ ამას და ესეც საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ როგორ მუშაობს. მაგრამ მარტო საქართველოში კი არ არის, ყველგან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გლობალური ომის პარტია, ე.წ. „დიფ სთეითი“, ამ მეთოდებით მუშაობს, რაზეც საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტი. ამიტომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ ვის და რას ემსახურებიან აგენტურის წარმომადგენლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს