კახა კალაძე - სამგორში ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ - ემირ ბურჯანაძისა და ველისთავის ქუჩები სრულად განახლდა

სამგორის რაიონში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა – ემირ ბურჯანაძისა და ველისთავის ქუჩები სრულად განახლდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ორივე ქუჩის სიგრძე სამ კილომეტრამდეა, ხოლო ფართობი 57 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. ბურჯანაძისა და ველისთვის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა კი მოწესრიგდა და დაიხაზა. დამონტაჟდა განათების ბოძები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. მნიშვნელოვანია, რომ ველისთვის ქუჩა უკავშირდება გარდაბნის გზატკეცილს, რომელიც ასევე განახლებული და მოწესრიგებულია. ტერიტორიაზე დაიხაზა საავტომუსო ზოლიც. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტი მოიცავდა წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემის შეცვლას; ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები; ჩატარდა საგზაო სამუშაოები - დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარები, საგზაო ნიშნები და სავალი ნაწილი დაიხაზა; საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სამოძრაო ზოლი და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

„ამასთანავე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები: ქუჩის პერიმეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო 350 კვ.მ ბალახის საფარი და დაირგო 805 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. გამწვანების სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტი თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების მიერ ერთობლივად განხორციელდა და მისი საერთო ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს.

ადგილზე, კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და სამგორის რაიონის გამგებელი იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის