კახა კალაძე - ზოგიერთი გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატი დაცლილია სამართლიანობისგან, მათი განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, გაფარჩაკებულები არიან - რაც შეეხება მოლდოვას, სად არიან საერთოდ? დსთ-ში

გაქსუებული ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი, დაცლილია სამართლიანობისგან, არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპასთან, ღირებულებებთან. მათი განცხადებები გაჯერებულია პოლიტიკური ნარატივებით, ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, ცილისწამებაზე. აგრძელებენ მუქარის შემცველ განცხადებებს,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, „ეს ადამიანები 2012 წლამდე პერიოდს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ“.

„გაქსუებული ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი, დაცლილია სამართლიანობისგან, არანაირი კავშირი არ აქვთ არც ევროპასთან, ღირებულებებთან. მთელი მათი განცხადებები გაჯერებულია პოლიტიკური ნარატივებით, ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, ცილისწამებაზე. აგრძელებენ მუქარის შემცველ განცხადებებს.

თან ისევ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე პერიოდს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. ამას ხალხი ხედავს, საზოგადოება ამას ხედავს. იმიტომ არიან გაფარჩაკებულები, გაუბედურებულები. არანაირი ნდობა, თანადგომა. ყველაფრისაგან დაცლილები არიან, შინაარსობრივად დაცლილები არიან “,-აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით. კითხვაზე, მიულოცავს თუ არა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას, კალაძე პასუხობს: „სად იმყოფებიან?! სად არიან საერთოდ - დსთ-ში“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მოლდოვამ დსთ-ს დატოვების პროცედურა უკვე დაიწყო, კალაძემ უპასუხა: "კარგია, წარმატებები".

ცნობისთვის, გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლირმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა მიუღებელია და ის მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს "უკუსვლა ავტორიტარიზმისაკენ".

ამასთან, გერმანელმა პარლამენტარმა, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიიდან, კნუტ აბრაჰამმა განაცხადა, რომ ოპოზიციის დევნა, მათი ლიდერების დაპატიმრება, უბრალოდ მიუღებელი და აბსოლუტურად დაუშვებელია. გერმანელი პარლამენტარის თქმით, მთავარი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

რაც შეეხება არჩევნებს, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 100%-ის დათვლის შედეგად მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 24.18%-ით „პატრიოტული ბლოკი“ გავიდა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის