ირაკლი ჩომახაშვილი - გელა ხასაია დანაშაულს არ აღიარებს, წარმოდგენა არ აქვს, საერთოდ რა დანაშაულზეა საუბარი - დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა

გელა ხასაია დანაშაულს არ აღიარებს - საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა დანაშაულზეა საუბარი - დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, - ამის შესახებ დაკავებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პოლიციელი გელა ხასაიას დაკავებისას ეუბნებოდა, „როგორც საბა სხვიტარიძე დავაკავეთ, ისე დაგაკავე შენცო“.

„ის არ აღიარებს დანაშაულს. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა დანაშაულზეა საუბარი. ჩვენ დაველოდებით ამ თვალსაზრისით საქმის მასალებს და უფრო დეტალურად, ჩვენ პოზიციას უკვე საქმის დეტალებზე მერე მოგახსენებთ. ამ ეტაპზე დანაშაულზე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დანაშაულს გელა ხასაიას მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება დაკავებას, გელა აცხადებს, რომ მასზე ერთ-ერთი პოლიციელი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, რაზეც თავად დეტალურად ისაუბრებს სასამართლოში. სხვადასხვა სიტყვებს ეუბნებოდა, მათ შორის, ერთ-ერთ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფზე, საბა სხვიტარიძეზე ეუბნებოდა, „როგორც საბა დავაკავეთ ისე დაგაკავე შენცო“. პატარა ადამიანის სიტყვებია დაკავებულ ადამიანზე ასეთი რამის განხორციელება. ზოგადად, პატარა ადამიანებს სჩვევიათ ასეთი რამ, რომ მოწყვლად ადამიანებზე, რომლებიც დაკავებულები არიან, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ. ამ ადამიანის სახელს და გვარს აუცილებლად გავარკვევ და სასამართლოზეც მოვიწვევ,“ - განაცხადა ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო