ჩეხეთმა საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, პროკურორი ლაშა კოტრიკაძე და მოსამართლეები - კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი და მიხეილ ჯინჯოლია დაასანქცირა

ჩეხეთის მთავრობამ ეროვნული სანქციების სიას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაამატა.

ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალისა და ძალადობის გამოყენება საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე მოსამართლე კობა ჩაგუნავა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია და სახელმწიფო პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს წინადადება წარუდგინა, ისინი პასუხისმგებელნი არიან გასული წლის და წლევანდელი საპროტესტო აქციების დროს სასტიკ დარბევაზე.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, მსგავსი ზომები უკვე მიიღო გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მა, უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. იანვრის ბოლოს, ჩეხეთის მთავრობამ, საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაასანქცირა: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა