რომეო მიქაუტაძის ადვოკატი - არაფერი ისეთი საქმეში არ დამატებულა, რაც შეიძლება ახალ ეპიზოდად ჩაითვალოს - რაც გვქონდა, დაყო 9 სხვადასხვა ეპიზოდად და მისცა სხვაგვარი კვალიფიკაცია

[საქმეში] არაფერი გამოყოფილა. მოცემულობა არის ზუსტად იგივე, უბრალოდ ბრალდების მხარემ ის მოცემულობა, რაც გვქონდა, დაყო 9 სხვადასხვა ეპიზოდად და მისცა სხვაგვარი კვალიფიკაცია. არაფერი ისეთი საქმეში არ დამატებულა, რაც შეიძლება ახალ ეპიზოდად ჩაითვალოს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რომეო მიქაუტაძის ქონების შესაფასებლად დაცვის მხარესაც აქვს დანიშნული ექსპერტიზა.

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში. ჩვენ ვთავაზობდით გირაოს, 100 ათასი ლარის ოდენობით. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, არაფერი გამოყოფილა, მოცემულობა არის ზუსტად იგივე, უბრალოდ ბრალდების მხარემ ის მოცემულობა, რაც გვქონდა, დაყო 9 სხვადასხვა ეპიზოდად და მისცა სხვაგვარი კვალიფიკაცია. თორემ არაფერი ისეთი საქმეში არ დამატებულა, რაც შეიძლება ახალ ეპიზოდად ჩაითვალოს, რაც არ იყო მანამდე. თანხის გაზრდას რაც შეეხება, ბრალდების მხარემ ჩაატარა რევიზია. მათ არ გაითვალისწინეს რომეო მიქაუტაძის ოჯახის არანაირი შემოსავალი. უბრალოდ შეაფასეს მისი ოჯახისა და მისი ნათესავების ქონება, მათ შორის, ისეთი ქონება, რომელიც მას მისი ბაბუისგან დარჩა მემკვიდრეობით, არის მამამისის სახელზე, დედის სახელზე, შეაფასეს ეს ქონება და მიიჩინეს, რომ ყველაფერი ეს არის დაუსაბუთებელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახს გააჩნია სოლიდური შემოსავლები, რასაც ჩვენ ვადასტურებთ. ჩვენც გვაქვს დანიშნული ექსპერტიზა. ჩვენი ექსპერტიზა გასცემს პასუხს არაობიექტურად ჩატარებულ ექსპერტიზას და სულ სხვა მოცემულობასთან გვექნება საქმე“, - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ გააკეთა განცხადება, რომ მიქაუტაძეს არაერთ ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმდა და დამატებითი ბრალი წარედგინა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთია ის, რომ თუკი აქამდე, მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა 3 მლნ ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებასთან დაკავშირებით, ახლა გამოძიება მას დაახლოებით, 8.4 მლნ ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

ამასთან, პროკურორის განმარტებით, დაემატა ისიც, რომ მიქაუტაძეს რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაც.

მისივე თქმით, მიქაუტაძე დანაშაულებს სჩადიოდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და „თბილსერვისის ჯგუფის“ უფროსად მუშაობის პერიოდში.

პროკურორის ინფორმაციით, ყველა ქონება, რომელიც გამოძიებამ მოიძია და რომელიც მიქაუტაძესთან არის დაკავშირებული, დაყადაღებულია.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო