ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი - თავისუფლება გელა ხასაიას! „ქართული ოცნება“ ნამდვილ კოშმარად იქცა

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნამდვილ კოშმარად იქცა ქართველი ხალხისთვის.

„თავისუფლება გელა ხასაიას! „ქართული ოცნება“ ახლა ნამდვილ კოშმარად იქცა თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხისთვის“, - წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი