ირაკლი ნადირაძე - ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს, გვინდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ევროპული მომავლის დაცვა, ბიძინას უნდა მოპარული მილიარდების დაცვა, ხოლო ზოგიერთ ვითომ ოპოზიციონერს და სუს-ის „ექსპერტებს“, მაღალი შემოსავლების დაცვა

ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს, გვინდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ევროპული მომავლის დაცვა, ბიძინას უნდა მოპარული მილიარდების დაცვა, ხოლო ზოგიერთ ვითომ ოპოზიციონერს და მათ ნაშიერ სუს-ის „ექსპერტებს“, ბანკებში კვლავ კატასტროფულად მაღალი პროცენტების და წარმოუდგენლად მაღალი შემოსავლების დაცვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში, რუსულ ოლიგარქიასთან ერთად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საბანკო ოლიგარქია.

„ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს, გვინდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ევროპული მომავლის დაცვა, ბიძინას და „ქართულ ოცნებას“ - ქართველი ხალხისთვის მოპარული საკუთარი მილიარდების დაცვა, ხოლო ზოგიერთ ვითომ ოპოზიციონერს და მათ ნაშიერ სუს-ის „ექსპერტებს“ ბანკებში კვლავ კატასტროფულად მაღალი პროცენტების და წარმოუდგენლად მაღალი შემოსავლების დაცვა! კარგია, რომ ამ პროცესებმა გამოაჩინა, ვინ ვინააა! ვის უნდა რეალური ცვლილება და ოლიგარქის დამარცხება და ვის კომფორტი და მუდმივად ვითომ ოპოზიციაში ყოფნა! ხალხი სულელი არ არის და 4-ში ყველას და ყველაფერს ერთად გაეცემა პასუხი!“ - წერს ნადირაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს