ხელშეკრულების შესრულების გარანტია „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკშიც ხელმისაწვდომია

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდასაჭერად ციფრული სერვისების განვითარებას აგრძელებს. ამჯერად ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მიღება უკვე ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, მობილბანკის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. ახალი ფუნქციონალით, მომხმარებლები სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობისათვის საჭირო გარანტიის მიღებას სრულად დისტანციურად, სწრაფად და მარტივად, მობილური აპლიკაციიდან შეძლებენ.

განაცხადის შევსება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდანაა შესაძლებელი. ბანკის გადაწყვეტილება 1 წუთზე ნაკლებ დროში იგზავნება, ხელშეკრულების მოსამზადებლად კი მხოლოდ 1 საათია საჭირო. აღსანიშნავია, რომ დადასტურების პროცესი სრულად ციფრული იქნება.

შესაბამის უწყებებში გარანტიის ბლანკიანი დოკუმენტის წარსადგენად, ბანკი მომხმარებელს ორ ალტერნატივას: დოკუმენტის ფილიალში მიღებას ან ფოსტით სასურველ მისამართზე მიწოდებას სთავაზობს.

საქართველოს ბანკის ციფრული გარანტიის მთავარი უპირატესობები შემდეგია:

  • გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა – თითოეულ პროდუქტზე 75,000 ლარამდე;
  • განაცხადზე გადაწყვეტილება 1 წუთზე ნაკლებ დროში მიიღება;
  • დოკუმენტის მიღება ბანკში ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია.

„ბიზნეს მობილბანკში ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დანერგვით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ბიზნესისთვის დროისა და რესურსების დაზოგვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კომპანიების, რომლებიც სწრაფი რეაგირების საჭიროების წინაშე დგანან, ეს სერვისი მოქნილობასა და ეფექტიანობას სძენს. გვინდა, რომ ბიზნესმა ყველაზე მნიშვნელოვანი დრო განვითარებასა და ზრდას დაუთმოს, ყოველდღიურ საჭიროებებს კი ჩვენი ციფრული პროდუქტებით უპასუხონ”, – განაცხადა გიორგი კოკაიამ, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა.

გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობების შესახებ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ, 2 წუთში.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო