აშშ-ის თავდაცვის მდივანი - სამხედრო მოწყობის დროს მსუქანი ჯარისკაცების დანახვა დამღლელია, ასევე, პენტაგონის დერეფნებში მსუქანი გენერლებისა და ადმირალების ყოფნა მიუღებელია

პლანეტაზე ყველაზე ძლიერი არმია გვყავს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ქუანტიკოში ასობით გენერლისა და ადმირალის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პლანეტაზე ყველაზე ძლიერი, ლეტალური და მომზადებული არმია გვყავს. ვერავინ შეგვედრება. ახლოს ვერავინ მოვა. თუ ჩვენი მტრები სისულელეს გამოიჩენენ და დაგვიპირისპირდებიან, მათ ომის დეპარტამენტი ძალადობით, სიზუსტითა და სისასტიკით გაანადგურებს“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

მისი თქმით, სამხედროებს სიმაღლისა და წონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და წელიწადში ორჯერ ფიტნეს ტესტების ჩაბარება მოუწევთ.

„სამხედრო მოწყობის დროს მსუქანი ჯარისკაცების დანახვა დამღლელია. ასევე, პენტაგონის დერეფნებში მსუქანი გენერლებისა და ადმირალების ყოფნა მიუღებელია“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.

პიტ ჰეგსეტის შემდეგ სიტყვით აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს