თორნიკე ჭეიშვილი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე - არავითარი სინანულის განცდა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ იმის გამო, რომ მათმა შვილმა ჩაიდინა დანაშაული, რაც არის დადასტურებული სასამართლოს მიერ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტს ეხმიანება.

ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ ბაჩიაშვილის მშობლები არანაირ სინანულს არ განიცდიან მათი შვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით და „პირიქით, აპელირებენ ბიძინა ივანიშვილთან ახლობლურ ურთიერთობებზე“.

„არა მარტო გიორგი ბაჩიაშვილი, არამედ მთელი მისი ოჯახი, ამ შემთხვევაში მშობლებიც გამოდის, რომ არიან ძალიან დიდი კრიმინალური ენერგიის მატარებლები და ისინი ფაქტობრივად, როგორც იკვეთება, მას ეხმარებოდნენ იმაში, რომ მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ქონების ლეგალიზება მომხდარიყო.

არავითარი სინანულის განცდა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ იმის გამო, რომ მათმა შვილმა ჩაიდინა დანაშაული რაც არის დადასტურებული სასამართლოს მიერ, არამედ, პირიქით აპელირებენ გარკვეულ ახლობლურ ურთიერთობებზე“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი