პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე - მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით - საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე

მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ ერთეულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით - ჯამურად საუბარია 4 მილიონ ამერიკულ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებთან არ არის დაკავშირებული.

„მტკიცებულებათა უმრავლესობა დოკუმენტური ხასიათისაა, არსებობს შესაბამისი ტრანზაქციები, შესაბამისი დანიშნულებები და ხელშეკრულებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება როგორც ბრალდებულებს, ისე მათი ქმედების შინაარს. გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია 8986 ერთეული ბიტკოინის მითვისებაში და შემდგომ ლეგალიზებაში. დასტურდება, რომ ორივე ბრალდებულმა [გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებმა] ჯამურად 4 მილიონი ამერიკული დოლარისა და მილიონ ლარზე მეტი ლარის ფულის გათეთრებაში მიიღეს მონაწილეობა.

მათი დახმარება განხორციელდა შვიდ ერთეულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, ასევე მოძრავ ქონებასთან - ავტომობილებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფულადი თანხის მოძრაობასთან დაკავშირებით, ჯამურად საუბარია 4 მილიონ ამერიკულ დოლარსა და მილიონ ლარზე მეტზე.

ეს სისხლის სამართლის საქმე გამოიყო, ძირითადი სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარეობდა და შესაბამისი შედეგიც დადგა. მათ საქართველოს ტერიტორია თებერვალში დატოვეს. გამოძიება წინსწრებად ვერანაირ ქმედებას ვერ განსაზღვრავდა. ყველა პროცესი და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრა, უკავშირდება მტკიცებულებებს. კანონმდებლობის ცვლილება არაფერ შუაშია!",- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ასევე, კითხვაზე, დაიწყება თუ არა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წითელი ცირკულარით ძებნა, პროკურორი განმარტავს, რომ ისინი ყველანაირ სამართლებრივ პროცედურას გამოიყენებენ.

„ინტერპოლთან მიმართვას რაც შეეხება, ზოგადად ჩვენ ნებისმიერ სამართლებრივ პროცედურას მივმართავთ, თუმცა ამას გარკვეული სახის სპეციფიკა გააჩნია და გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. ამ მიმართულებით განსახორციელებელი პროცედურისთვის რვა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობა სჭირდება“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.

ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის