თბილისში გენდერული სტატისტიკის უწყებათაშორისი და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IAEG-GS) მე-19 შეხვედრა გაიმართა

30 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში” გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) კოორდინაციის ქვეშ შექმნილი გენდერული სტატისტიკის უწყებათაშორისი და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IAEG-GS) მე-19 შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა გაეროს სტატისტიკის სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მასპინძლობდა.

საქსტატის ცნობით, სამუშაო ჯგუფი აერთიანებს ექსპერტებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ქვეყნებიდან გენდერული სტატისტიკის მიმართულებით.

შეხვედრა გახსნეს გაეროს დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა (UN DESA) ფრანჩესკა გრუმმა და სამხრეთ აფრიკის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენელმა (რომელიც ამავდროულად ჯგუფის თავმჯდომარეა) სოლი მოლეიმ.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), მსოფლიო ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ექსპერტები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლების წარმოების მიმართულებით არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის ქალთა ეკონომიკური ჩართულობის და მიგრაციის, ქალთა მიმართ ძალადობის (მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებით ძალადობის), ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, ფინანსური ჩართულობისა და შრომითი უფლებების სტატისტიკის მიმართულებით და სხვა.

„ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის მასპინძლობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და ქვეყნების ექსპერტებს. გენდერული სტატისტიკა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი თანასწორობისა და მდგრადი განვითარების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, თბილისში გამართული შეხვედრის ფარგლებში განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას ქალებისა და კაცების თანაბარი შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის”, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის