პრემიერი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე - ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი - თუ ვინმე მონაწილეობდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში, მათ მიმართაც ამოქმედდება შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები

თუ ვინმე მონაწილეობდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში, მათ მიმართაც ამოქმედდება შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთაც სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული თემა სამართალდამცავი უწყებების საქმეა.

„ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კონკრეტული განაჩენი არის უკვე დამდგარი და თუ ვინმე მონაწილეობდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში, მათ მიმართაც ამოქმედდება შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, თუმცა, ეს არის თავიდან ბოლომდე სამართალდამცავი უწყებების საქმე”, - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.

ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის